Showing posts with label უკრაინა. Show all posts
Showing posts with label უკრაინა. Show all posts

February 15, 2026

ევროპის ეგზისტენციალური კრიზისი და უსაფრთხოების ახალი პარადიგმა

 ქვემოთ რასაც დავწერე, შეიძლება საკამათო იყოს და ასეც არის, თუმცა მე დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ უსაფრთხოების ჭრილში და ჩემი კონკრეტული მოსაზრებები გამაჩნია, იმასთან დაკავშირებით თუ რას გულისხმობს მარკო რუბიო და დღევანდელი ამერიკული ადმინისტრაცია მაგას თაოსნობით, ევროპის ვარდნაში და რა კავშირი აქვს მას უსაფრთხოების გაგებასთან ამერიკის, როგორც ამ უსაფრთხოების მიმწოდებელთან.

მარკო რუბიოს ბოლო გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ იყო მხოლოდ რიგითი პოლიტიკური განცხადებაეს იყოგამოღვიძების ზარიმთელი დასავლური ცივილიზაციისთვის და იმ ეგზისტენციალური კრიზისის აღიარება, რომლის წინაშეც დღეს ევროპა დგას. როდესაც ჩვენ ევროპისდაცემაზევსაუბრობთ, პრობლემა მხოლოდ სამხედრო ბიუჯეტების სიმცირეში ან ტექნიკურ ჩამორჩენაში არ არის; პრობლემა გაცილებით ღრმაა  ჩვენ შევედით ეპოქაში, სადაც ადამიანი, მიუხედავად ციფრული ჰიპერ-კავშირებისა, უფრო მარტოსული და ატომიზებული გახდა, ვიდრე ოდესმე. პოსტ-სიმართლისა და სოციალური ქსელების გარემომ ინდივიდი კიდევ უფრო გამორიყა იმ ტრადიციული ერთობებიდან, როგორიცაა ოჯახი, ეკლესია თუ ლოკალური თემი, რამაც პირდაპირი დარტყმა მიაყენა მათ შორის უსაფრთხოების  სამშობლოსგანცდას, იდენტობას და აშ. ამ კონტექსტში მახსენდება 2024 წლის და მანამდელი RAND-ის კორპორაციის კვლევები ბრძოლის ნებაზე, რომ ბრძოლის ნება (Will to Fight) არის ომის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. საუკეთესო ტექნოლოგიაც კი უსარგებლოა მისი გამოყენების ნებისა და გამძლეობის გარეშე.



November 23, 2025

Reflections on the Russia-Ukraine War

 To revisit the dynamics surrounding the Russia-Ukraine war, we must start with the fundamental premise: war is the continuation of politics by other means. A military instrument is employed when the objective is to alter the existing peace—the status quo—into a "new peace" that aligns more closely with one’s interests. When no other avenue remains and the objective is existential, war commences. This is a classic formulation.

Given this reality, a cessation of hostilities without security guarantees offers nothing to either Europe or Ukraine, so long as the capacity and will to resist remain. Until the fundamental law of war—imposing one's will through force—takes full effect, the conflict persists. Ultimately, the goal of any war is to force the adversary to accept the "new peace" dictated by the aggressor.

Let us recall the Kremlin’s pre-war objectives: the so-called "denazification" and demilitarization of Ukraine, and its permanent severance from a Western trajectory, specifically precluding NATO integration. Ukraine’s significance to any Russian project—which is inherently imperial in nature—is paramount. In Putin's vision, there is no "Third Rome" without these Slavic territories; this is the core of their imperial perception. To date, these maximalist goals remain unachieved, with control established only over partial territories.


Because the imposition of Russian will through military means remains ambiguous, the situation dictates that either Ukrainian resistance must be broken, or the war will continue.

August 18, 2024

რუსული ომის ეკონომიკის ბუმი

 „ომის საწარმოებლად, პირველ რიგში ფული გჭირდებათ; მეორე რიგშიც, ფული  და მესამე რიგშიც, ფული.“

რაიმონდო მონტეკუკოლი

 

ომი ძვირი სიამოვნებაა, საქმიანობა რომელიც პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობაზე მოქმედებს. ხანგრძლივი ომი კი, ორმაგი ეკონომიკური რისკების მომტანია, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როდესაც რუსეთისა და უკრაინის შესაძლებლობების მქონე ქვეყნების ეკონომიკაზე ვსაუბრობთ. 


რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ მსჯელობის ერთ-ერთ მთავარ საკითხად საერთაშორისო სანქციების დაწესება აქცია და მათი გავლენა  რუსეთის ომის წარმოების საშუალებებზე. მოლოდინები ოპტიმისტური იყო და რეალური შედეგებიც მნიშვნელოვანი, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის რომ შექმნილ ეკონომიკურ და ფინანსურ სიტუაციას რუსეთის გრძელვადიანი ომის წარმოების შესაძლებლობა მოესპო. 2024 წელს რუსეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის პირობებში ხვდება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ომის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. არსებული შედეგები ერთი შეხედვით შთამბეჭდავია, თუმცა რუსეთის ეკონომიკისთვის დიდი ალბათობით მომავალში მნიშვნელოვანი სტრუქტურული პრობლემების სათავე გახდება.



მიმდინარე ომის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად რეკორდული სახელმწიფო ხარჯების წყალობით, რუსეთის ეკონომიკა გლობალურ ეკონომიკაზე სწრაფად გაიზრდება 2023 წელს. მაშინ როცა IMF-ის პროგნოზით ეს უკანასკნელი სამი პროცენტით გაიზრდება, პირველს რუსეთის მთავრობა 3,5 პროცენტით წინასწარმეტყველებს. როდესაც ზუსტი მაჩვენებლები გამოჩნდება, 2023 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ სამ პროცენტს გადააჭარბებს და პუტინი უდავოდ დაიკვეხნის ამით გაზაფხულის საპრეზიდენტო არჩევნების წინა გამოსვლებში.

რუსეთი-უკრაინის ომი გეოპოლიტიკური თეორიების პრიზმაში

 „But precisely because I expect little of the human condition, man’s periods of felicity, his partial progress, his efforts to begin over again and to continue, all seem to me like so many prodigies which nearly compensate for the monstrous mass of ills and defeats, of indifference and error. Catastrophe and ruin will come; disorder will triumph, but order will too, from time to time.“

Marguerite Yourcenar, Memoirs of Hadrian (1951)

 


გეოპოლიტიკა ზეგავლენას აბსოლუტურად ყველა ქვეყანაზე ახდენს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ქვეყანა ომში იმყოფება თუ მშვიდობიანად არის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში უშუალოდ გეოპოლიტიკის საგნის მიმართ განელებული იყო ინტერესი, ისტორიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ გეოგრაფია და გეოპოლიტიკა კვლავინდებურად უმნიშვნელოვანესი დისციპლინაა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროცესების შეფასებისათვის. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც სამყაროს ორი დიდი მოთამაშე წმინდა გეოპოლიტიკური კონცეფციებითა და პოსტულატებით აზროვნებს. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა კი დაგვანახა, რომ მსგავსი ტენდეციების მიმართ ხანგრძლივი წაყრუება შორს მიმავალი საზიანო შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. თავის მხრივ გეოპოლიტიკური თეორიებიც ცდილობდნენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური პროცესების სხვადასხვა თეორიული პრიზმის ქვეშ გატარებასა და ახსნას. შესაბამისად, აღნიშნული ცოდნით შეიარაღება გარკვეულ წილად გვიადვილებს საქმეს უკეთ გავიგოთ ამა თუ იმ კრიზისის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური შიგთავსი, ან მიმდინარე კონფლიქტების გეოპოლიტიკური კონტექსტი.



ცხადია რუსეთ-უკრაინის ომი დღეს პლანეტაზე არსებული უმთავრესი კრიზისია, რომლის შედეგებიც უამრავი მიმართულებით პლანეტარული მასშტაბით იგრძნობა. მიმდინარე მოვლენების ფონზე უმთავრეს მოლოდინს დღეს, უკრაინის დაგეგმილი კონტრშეტევა წარმოადგენს. რა თქმა უნდა, აღნიშნული მოვლენა არა მარტო სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია, არამედ იმისათვის რომ განვსაზღვროთ რა გავლენა შეიძლება იქონიოს კონტრ-შეტევამ ომის სამხედრო-პოლიტიკურ მიმდინარეობაზე, მნიშვნელოვანია შევაფასოთ ამ მომენტისთვის არსებული გლობალური გეოპოლიტიკური გარემო.

როდის გაიმარჯვებს უკრაინა?

 “Wars begin when you will, but they do not end when you please”.

Niccolo Machiavelli
 

 

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყებიდან სულ მალე 1 წელი შესრულდება. კრემლის გეგმების ჩამოშლის და უმძიმესი სამხედრო დანაკარგების ფონზე, თითქოს აღარავის ეპარება ეჭვი უკრაინის გამარჯვებაში, თუმცა ამ გამარჯვების დადგომა და გაფორმება წარმოადგენს სწორედ ამ ომის მთავარ შეკითხვას, რომელზედაც პასუხი მხოლოდ სამხედრო სიბრტყეში არ მდგომარეობს.


დღეს ფრონტზე არსებული სიტუაცია, თითქოს ქმნის იმის წინაპირობებს, რომ უკრაინამ შეძლოს და, ახალი კონტრშეტევის შედეგად, რომელიმე მიმართულებაზე (ყველაზე სავარაუდოდ ზაპაროჟიე, სვატოვო-კრემინა) რუსეთის თავდაცვის ზღუდისა და ფრონტის ჩამოშლა გამოიწვიოს, რამაც კიევი გამარჯვებასთან კიდევ უფრო უნდა დააახლოოს. ასეთი შეტევის ორგანიზებას თავისი პირობები სჭირდება, როგორც შესაბამისი რაოდენობის სამხედრო ტექნიკისა და რეზერვების მობილიზება, ასევე სხვა გარემო ფაქტორებიც, მაგალითად, შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომაც. თუმცა, წმინდა სამხედრო ასპექტების გარდა, ომის მსვლელობაზე ყველაზე დიდ გავლენას, როგორც ჩანს, პოლიტიკური სიბრტყე ახდენს.



მოგეხსნებათ, ნებისმიერი ომი პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით. რუსეთის შემთხვევაშიც, როდესაც საკუთარი გეოპოლიტიკური ამბიციების განსახორციელებლად სამხედრო კამპანიის დაწყება გადაწყდა უკრაინის წინააღმდეგ, ომი იქცა იმ ინსტრუმენტად რომელსაც ახალი, მოსკოვისთვის სასურველი მშვიდობის დადგომა უნდა უზრუნველეყო უკრაინაში, რომელიც მისთვის იქნებოდა მისაღები. ამდაგვარი ჩანაფიქრის რეალიზაციისთვის, ძალთა მაშინდელი პროპორციის გათვალისწინებით, ომის ავანტიურული გეგმა იყო ერთადერთი მოსალოდნელი სცენარი კრემლისთვის, რომელშიც ახლა უკვე ნათელია, რომ მოსკოვი კატასტროფულად შეცდა და არ მოხდა უკრაინული წინააღმდეგობის მყისიერი ჩამოშლა. ამაზე ჩვენ სხვა სტატიაში უკვე ვისაუბრეთ - ჰიბრიდული ომის ტყვეობაში. 

August 17, 2024

რუსეთის გამარჯვების ფასი

 მთელი მსოფლიოს საზოგადოების ყურადღება დღეს უკრაინის ირგვლივ არსებული კრიზისისკენ არის მიმართული. რუსეთის მხრიდან 150 000-ზე მეტი ჯარისკაცია მობილიზებული უკრაინის საზღვრების გასწვრივ და ნებისმიერ დროს მოსალოდნელია სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყება. ამ წუთებში დონბასისას და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის რუსეთისათვის ჩვეულ სტილში დაძაბვის მცდელობებია, რომლის მსგავსი მოვლენების მომსწრენიც ჩვენ უკვე გავხდით 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში. ავტორის ხელწერა ფაქტობრივად უცვლელია. 

მიმდინარე მოვლენების ფონზე დასავლეთის დიპლომატიური ძალისხმევა ომის თავიდან არიდებისაკენ არის მიმართული. კვლავინდებურად გაისმის აშშ-ის და ევროპის უმაღლესი პირებისგან მოწოდება, რომ ჯერ კიდევ არის შანსი კრიზისი განიმუხტოს დიპლომატიის მეშვეობით. რა თქმა უნდა, რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია გარკვეული საბაბებით უკან დაიხიოს, ან სავსებით მოსალოდნელია სცენარი, სადაც მისი მოქმედებები მაინც შეზღუდული იქნება. მაგალითად, პროცესი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების აღიარებით გაგრძელდეს და რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გრძელვადიანი პოლიტიკური დესტაბილიზაციის გზა აირჩიოს. თუმცა, ვფიქრობ, ასევე არა ნაკლებ საინტერესოა წარმოვიდგინოთ, ის სცენარი, სადაც რუსეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდგომ შესძლებს უკრაინის დამარცხებას და მისთვის სასურველ მარიონეტულ რეჟიმს დაამყარებს. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს ევროპისათვის, ნატო-სთვის, საქართველოსთვის და ზოგადად გლობალური უსაფრთხოებისათვის?!  თუ რუსეთი შესძლებს უკრაინაში წარმატების მიღწევას, ეს მთელი ევრო-ატლანტიკური სივრცისათვის ახალი რეალობის დასაწყისი გახდება.

ომის ცხრა პრინციპი - რატომ ჩავარდა რუსეთის სამხედრო კამპანია უკრაინაში

 „ომი სახელმწიფოს უდიდესი საქმიანობაა. სიცოცხლის და სიკვდილის საწყისი, გზა გადარჩენისკენ ან დასასრულისკენ. ის კარგად უნდა გაიაზრო და აწონ-დაწონო“

სუნ ძი


ერთ თვეზე მეტია უკრაინაში ომი მიმდინარეობს და დღეს ცალსახად შეიძლება საუბარი რუსეთის მიერ ჩატარებული სამხედრო კამპანიის წარუმატებლობაზე, დაზვერვის, ლოგისტიკის ჩავარდნაზე, დიდი შენაერთების მართვის უუნარობაზე. თუმცა უპირველესად თვალშისაცემია არასწორი დაგეგმვისა და ოპერატიული მართვის შედეგები. თუ რუსეთის გენერლების მოქმედებებს და ზოგადად სამხედრო კამპანიის მიმდინარეობას მივუსადაგებთ ომის დამკვიდრებულ პრინციპებს, მაშინათვე ნათელი გახდება, რომ თითქმის ომის არცერთი პრინციპი არ იქნა კამპანიის მიმდინარეობის დროს რუსების მიერ დაცული, რაც შესაბამის შედეგებში აისახა. ვფიქრობ ჩვენი მკითხველისათვის საინტერესო უნდა იყოს რას წარმოადგენს ზოგადად ე.წ. „ომის 9 პრინციპი“ დასავლურ სამხედრო აზროვნებაში და რას გვეტყვიან ეს პრინციპები, თუ მათ რუსეთის სამხედრო კამპანიის პრიზმაში გავაანალიზებთ. ამის შემდგომ დღეს უკრაინაში რუსული სამხედრო მანქანის ფიასკო უფრო ლოგიკური და გასაგებიც იქნება.

 
არმიათა საბრძოლო ოპერაციების თეორიულ საფუძველს დასავლურ სამხედრო დოქტრინებში ე.წ. „ომის ცხრა პრინციპი“ წარმოადგენს, რომელთა სწორედ იმპლემენტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ წარმატებული სამხედრო დაგეგმვისთვის და მოქმედებებისთვის, დაწყებული საბრძოლო შენაერთებიდან გაგრძელებული საბრძოლო მოქმედებათა თეატრის სახელმძღვანელო დონემდე.

August 15, 2024

უკრაინული რუბიკონი


"Россия получит свою долю в новом всемирном собирании земель (вернее, пространств). Россия будет расширяться не потому, что это хорошо, и не потому, что это плохо, а потому что это физика" (В. Сурков)
1

 

საერთაშორისო არენაზე ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, სულ უფრო ხშირად გვიწევს გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციების არც თუ ისე პოზიტიური ხასიათის ხაზგასმა. ლიბერალურ დღის წესრიგზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი უკან იხევს და სახეზეა ავტორიტარული რეჟიმის ზეწოლა დემოკრატიულ სამყაროზე. ამ პროცესების ავანგარდში დიდი ხანია რუსეთიც დგას. აღნიშნული მიმართულებით მოსკოვის ყველაზე ავანტურისტული ნაბიჯები ბოლო წლებში, რა თქმა უნდა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებებია, ისეთი როგორიც იყო ყირიმის ანექსია და ეწ. დონეცკისა და ლუგანსკის  სეპარატისტული რესპუბლიკების რეჟიმების მხარდაჭერა.