ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ბოლო დროინდელი ესკალაციის ფონზე მსოფლიოს ნაწილი და განსაკუთრებით ქართული საზოგადოება, მისთვის ჩვეული ემოციურობით ელოდებოდა მოვლენების შემდგომ განვითარებას - ყველას აინტერესებდა დაიწყებოდა თუ არა ახალი დიდი ომი აშშ-ს და ირანს შორის, რომელიც შესაძლო მესამე მსოფლიო ომში უნდა გადაზრდილიყო. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი საპასუხო განცხადებებმა ეს მოლოდინი მალევე გააქრო და ქართულმა საზოგადოებამაც შვებით ამოისუნთქა, მორიგი აპოკალიპტური ისტერია ქართულ სოციალურ ქსელში გადაიდო და იგი „არანაკლებ მნიშვნელოვანმა“ მეორედ მოსვლის საკითხმა ჩაანაცვლა.
August 17, 2024
ვეინბერგერიდან ზურაბიშვილამდე: რატომ არ დაიწყო მესამე მსოფლიო ომი
August 15, 2024
ავღანური სინდრომი
ისინი (თავისუფალი სამყაროს ლიდერები) არ ცდილობენ წავიდნენ თავისი უშუალო სტრატეგიული მიზნის იქით, რომელიც „ომის მოგებაში“ მდგომარეობს და ისტორიული გამოცდილების საპირისპიროდ თვლიან, რომ სამხედრო გამარჯვება მშვიდობამდე მიგვიყვანს .. წმინდა სამხედრო სტრატეგია უნდა ხელმძღვანელობდეს უფრო შორსმჭვრეტელი და უფრო ფართო პერსპექტივის მქონე „დიდი სტრატეგიით“. - ლაიდელ ჰარტი
იმპერიების სასაფლაო“ - ხშირად ასე უწოდებენ ავღანეთს და ერთი შეხედვით ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, მართლაც ასეა - 1989 წლის 13 თებერვალს უკანასკნელმა საბჭოთა ჯარისკაცმა დატოვა ავღანეთის დედაქალაქი ქაბული. 2021 წლის 31 აგვისტოს უკანასკნელი ამერიკული თვითმფრინავი ტოვებდა ქაბულის აეროპორტს. ორივე შეთხვევაში მსოფლიოს ზესახელმწიფოების მიზნები განსხვავებული იყო ავღანეთის მიმართ, თუმცა დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე სახელმწიფო დამარცხებული დაბრუნდა უკან - ომის შედეგად ვერცერთმა ვერ შეძლო დაატოვებინა იმდაგვარი მშვიდობა რაც საშუალებაც მოგვცემდა გვეთქვა, რომ ომი გამარჯვებით დასრულდა. ტრილიონობით დახარჯული დოლარი, მილიარდობის ღირებულების თალიბანის ხელში მოხვედრილი სხვა და სახვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა, ქვეყნის გაურკვეველი მომავალი და ხელისუფლების სათავეში დაბრუნებული თალიბანი. ამას თან ერთვის სხვა რეგიონალური მოთამაშეების გაძლიერებული პოზიციები - ასეთია ამშ-ს ყველაზე ხანგრძლივი ომის არა სრული შედეგების ჩამონათვალი.
August 14, 2024
ძალთა ბალანსი სირიაში და გადამწყვეტი გამარჯვების ალბათობა
ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური
გეოპოლიტიკური კონტექსტი სირიაში ბოლო პერიოდში გამწვავებული სიტუაციის ფონზე საზოგადოებაში მოლოდინი გაჩნდა, რომ დაიწყებოდა ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანია, რომელსაც თურქული მხარე განახორციელებდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის ძალების წინააღმდეგ. საბრძოლო მოქმედებები თურქეთის მიერ დამატებითი ძალების მობილიზების შედეგად მართლაც გააქტიურდა და სირიულმა მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგებიც განიცადა, თუმცა ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი გარღვევის ან სიტუაციის რადიკალური ცვლილების ნიშნები არ არის. საბრძოლო მოქმედებები კვლავინდებურად გარდამავალი უპირატესობებით მიმდინარეობს. ნიშანდობლივია, რომ ამგვარი ოპერატიული ვითარების შექმნას თავისი წინაპირობები გააჩნია, და მიზეზები არა მხოლოდ დაპირისპირებული მხარეების გადაწყვეტილებებში უნდა ვეძებოთ, არამედ სამხედრო-სტრატეგიული ხელოვნება გვკარნახობს


