ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური
გეოპოლიტიკური კონტექსტი სირიაში ბოლო პერიოდში გამწვავებული სიტუაციის ფონზე საზოგადოებაში მოლოდინი გაჩნდა, რომ დაიწყებოდა ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანია, რომელსაც თურქული მხარე განახორციელებდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის ძალების წინააღმდეგ. საბრძოლო მოქმედებები თურქეთის მიერ დამატებითი ძალების მობილიზების შედეგად მართლაც გააქტიურდა და სირიულმა მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგებიც განიცადა, თუმცა ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი გარღვევის ან სიტუაციის რადიკალური ცვლილების ნიშნები არ არის. საბრძოლო მოქმედებები კვლავინდებურად გარდამავალი უპირატესობებით მიმდინარეობს. ნიშანდობლივია, რომ ამგვარი ოპერატიული ვითარების შექმნას თავისი წინაპირობები გააჩნია, და მიზეზები არა მხოლოდ დაპირისპირებული მხარეების გადაწყვეტილებებში უნდა ვეძებოთ, არამედ სამხედრო-სტრატეგიული ხელოვნება გვკარნახობს
