Showing posts with label კლაუზევიცი. Show all posts
Showing posts with label კლაუზევიცი. Show all posts

November 23, 2025

Reflections on the Russia-Ukraine War

 To revisit the dynamics surrounding the Russia-Ukraine war, we must start with the fundamental premise: war is the continuation of politics by other means. A military instrument is employed when the objective is to alter the existing peace—the status quo—into a "new peace" that aligns more closely with one’s interests. When no other avenue remains and the objective is existential, war commences. This is a classic formulation.

Given this reality, a cessation of hostilities without security guarantees offers nothing to either Europe or Ukraine, so long as the capacity and will to resist remain. Until the fundamental law of war—imposing one's will through force—takes full effect, the conflict persists. Ultimately, the goal of any war is to force the adversary to accept the "new peace" dictated by the aggressor.

Let us recall the Kremlin’s pre-war objectives: the so-called "denazification" and demilitarization of Ukraine, and its permanent severance from a Western trajectory, specifically precluding NATO integration. Ukraine’s significance to any Russian project—which is inherently imperial in nature—is paramount. In Putin's vision, there is no "Third Rome" without these Slavic territories; this is the core of their imperial perception. To date, these maximalist goals remain unachieved, with control established only over partial territories.


Because the imposition of Russian will through military means remains ambiguous, the situation dictates that either Ukrainian resistance must be broken, or the war will continue.

August 20, 2024

სიმძიმის ცენტრის განმარტებისთვის

რამდენიმე წლის წინ, მაგისტრატურაში სწავლის დროს, კლაუზევიცისეული სიმძიმის ცენტრის თემის გაცნობისას, მისი პენტაგონისეული დეფინიციის ანალიზი გავაკეთე და მივანიშნე ერთ საკამათო ასპექტზე. ეს იყო ტერმინი „სამხედრო“, რომელიც როგორც ახლახან ვნახე დაახლოებით 10 წლის თავზე, უკვე ამოღებულია დეფინიციიდან, რამაც ლოგიკურია მაფიქრებინა, რომ დეფინიციის ჩემი კრიტიკა უსაფუძვლო არ იყო. მიუხედავად, იმისა რომ საკმაო დრო გავიდა ამ წერილის დაწერიდან, მემგონი ვინც კლაუზევიცთან  მუშაობს, ან ზოგადად ომის თეორიაში სიმძიმის ცენტრის ცნებით დაინტერესებულა ოდესმე, მათვის საინტერესო შეიძლება იყოს ეს პატარა წერილი. წერილის ბოლოს, დეფინიციის ჩემეული კორექტირებაც შემომაქვს.

რაც შეეხება უშუალოდ ტერმინის ღრმა ანალიზს, ვფიქრობ ეს თემა ცალკე სტატიას მოითხოვს სადაც „სიმძიმის ცენტრი“ ომის ოპერატიული და სტრატეგიული დონეების ჭრილშიც უფრო ღრმად უნდა იყოს განხილული.

 გიორგი ანთაძე,
ოქტომბერი, 2016


სიმძიმის ცენტრის განმარტებისთვის

 

სიმძიმის ცენტრის ცნება პირველად ნახსენები იქნა ცნობილი პრუსიელი სამხედრო თეორეტიკოსის და პრაქტიკოსის კარლ ფონ კლაუზევიცის მიერ ცნობილ ნაშრომში „ომის შესახებ“. სწორედ მან პირველად შემოიტანა ეს ტერმინი.იგი თავის ნაშრომში ასე აღწერს სიმძიმის ცენტრს „ძალთა და მოძრაობათა  ის კონცენტრაცია, რომელზედაც დამოკიდებულია მთლიანი“. ეს განსაზღვრება ნაშრომის მე-6 და მე-8 თავებში გვხდება. თუმცა ნაშრომის დაუსრულებლობის გამო, ავტორს მკაფიოდ არ აქვს განმარტებული ამ ცნების შინაარსი. 

ტერორიზმის დეფინიციის პრობლემა და კლაუზევიცის "ომის სამება"

 

ტერორიზმთან განსაზღვრებასთან დაკავშირებული დღეისათვის არსებული სიტუაცია არ იძლევა ერთიანი ნათელი წარმოდგენის ჩამოყალიბების საშუალებას მის ბუნებასთან დაკავშირებით. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ არცერთი არსებული დეფინიცია არ აღწერს ტერორიზმს სრულად და რჩება არაერთი ლეგიტიმური შეკითხვა.

დღეს არსებული ტერორიზმის ნებისმიერი დეფინიცია როგორც წესი აღწერს მის რომელიმე ასპექტს, ან რამდენიმეს. თუმცა ჩვენის აზრით არ ასახავს ტერორიზმის ბუნებას. დეფინიციების უმრავლესობაში ტერორიზმის განმარტება განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანიზაციის, ან უწყების მიერ არის მოცემული დეფინიცია და იგი განმარტებულია ამ ინსტიტუტების მუშაობის სპეციფიკის ჭრილში. ასეა როგორც გაეროს, ან ევრო კავშირის დეფინიციების შემთხვევაში, ასევე ამა თუ იმ ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ მოყვანილი დეფინიციებშიც.

ჩვენი სტატიის მიზანი არ არის ამ დეფინიციების კონკრეტული განხილვა, მათი ზოგადი ნაკლოვანების ხასიათზე უკვე აღვნიშნეთ, რომ არცერთი განხილული დეფინიცია არ იძლევა ტერორიზმის ნათელ განმარტებას, უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და ტერორიზმის მხოლოდ გარეგნულ გამოვლინებას აღწერს, ამასთან არ ეხება მის არსს. ის გამოხატულებები რაც ტერორიზმს ახასიათებს იმდენად ზოგადი და განსხვავებულია, რომ შეუძლებელს ქმნის რამენაირად ტერორიზმის განმარტებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას.