Когда погребают эпоху,
ქვემოთ მოყვანილ სტატიაში შევეცდებით ზოგადად მიმოვიხილოთ ის რეალური მოტივები და გეოპოლიტიკური ასპექტები რომელიც საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო და ე.წ. დიდ სამამულო ომებში მონაწილეობის საწყის პერიოდებს შეეხება.
შევეცდებით გავაქარწყლოთ რამდენიმე არასწორი წარმოდგენა საბჭოთა კავშირის „უმანკოების შესახებ“ მიმდინარე მოვლენებში. ამის გარდა თქვენს ყურადღებას შევაჩერებ იმ ძირითად მიზეზებზე, რამაც ომის პირველ ეტაპზე საბჭოთა არმიის ფაქტობრივი კოლაფსი გამოიწვია.
საბჭოთა კავშირის და რუსეთის მეორე მსოფლიო და სამამულო ომების პერიოდის ისტორია დღემდე გადახედვის სტადიაში იმყოფება. ომის შემდგომი პერიოდის ისტორია ძირითადად ემყარებოდა საბჭოთა პროპაგანდისტულ ვერსიას და იმას რაც საყოველთაოდ ცნობილი იყო საბჭოთა რკინის ფარდის მიღმა. საბოლოოდ რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა ახალი ხედვებისა და მტკიცებულებების გაჩენა იმ მოვლენების შესახებ რომელთაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში რუსეთში ქონდათ ადგილი.