Showing posts with label კახა კაციტაძე. Show all posts
Showing posts with label კახა კაციტაძე. Show all posts

September 09, 2024

საქართველო – კულტურა და ისტორია ვს. დემოკრატია?

 


(კახა კაციტაძე)

   ამ ტექსტში  ასე შორს წასვლა არ დაგვჭირდება. ჩვენ შევეხებით იმას, თუ როგორი იყო საზოგადოდ ხელისუფლების აღქმა ტრადიციულ ქართულ კულტურაში და რამდენად არის ეს აღქმა ადაპტირებადი დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ექსისტენციალური კითხვა ასე ჟღერს: იყო თუ არა ისტორიულ ქართულ კულტურაში ისეთი მომენტები, რომლებიც ხელს უწყობენ თანამედროვე დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებას თუ პირუკუ: იმისათვის, რათა ჩამოვყალიბდეთ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს კულტურულ და ისტორიულ ტრადიციაზე და ნულიდან დავიწყოთ ახალი ქართველების მშენებლობა.

  პოლიტიკურად ანგაჟირებული დავა “ქართველობის” შენარჩუნების თუ დაკარგვის, ისევე როგორც ეროვნული ტრადიციების როლზე, ამ კითხვაზე დაიყვანება. ერთნი თავდადებით იცავენ “ძველ”, “ნაღდ” ქართველობას, სხვები ასევე თავდადებით უარყოფენ მას, ამკობენ რა ისეთი ეპითეტებით, როგორიცაა “გურჯობა” და “გრუზინცობა”. არადა უმნიშვნელოვანესია ის, რომ არც ერთ დაჯგუფებას თუგინდ ზედაპირული ანალიზიც კი არა აქვს ჩატარებული იმისა თუ რაში მდგომარეობს ისტორიული ქართული კულტურის ბირთვი. მეტიც, ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც ამ საკითხს ეხება, ძალიან ცუდად იცნობს იმას, თუ რა არის “დასავლეთი”, და საერთოდ არ იცნობს ქართულ კულტურას (იმის გაცნობიერება, რომ მოსაწყენი სუფრა და გრძელი სადღეგრძელოები ცუდია, სულაც არ ნიშნავს თითქოს რაიმე უწყი ქართულ კულტურაზე).

August 20, 2024

ძველი ქართული სახელმწიფოების (იბერია, ლაზიკა) სამხედრო ხელოვნების ისტორია

 

ტაქტიკა
საყოველთაო გაგებით თუ სტრატეგია არის ომის მოგების თეორია, ტაქტიკა არის ბრძოლის მოგების თეორია. ეს განმარტება სწორია, მაგრამ არასაკმარისი, ვინაიდან ტაქტიკა მოიცავს ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა ბრძოლის ტიპები (შეტევითი, თავდაცვითი ყველა მათი სახესხვაობით) აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში მიმდინარე ბრძოლის სახეები (ვთქვათ ბრძოლა მთაში, ბრძოლა უდაბნოში, ბრძოლა ტყეში, ბუმბერაზთა შებრძოლება და ა.შ.), აგრეთვე ისეთ ტაქტიკურ ქმედებებს, როგორიცაა დაზვერვა, მიხდომა, რეიდი... საინტერესო პერიოდში სასურველია შევეხოთ ქართულ სახელმწიფოთა სამხედრო ტაქტიკის ყველა ელემენტს. თანაც უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ უცვლელი სტრატეგიის და ტექნოლოგიური დონის პირობებში ტაქტიკა მაინცადამაინც დიდ ცვლილებებს არ განიცდიდა იმის მიუხედავად, რომ ფარნავაზიდან ვახტანგ გორგასლამდე არცთუ მცირე დრომ გაიარა.
წარმოდგენილი სტატია არის ნაწილი მონოგრაფიისა, რომელიც ეხება ძველი ქართული სახელმწიფოების (იბერია, ლაზიკა) სამხედრო ხელოვნების ისტორიას ფარნავაზიდან მოყოლებული ვიდრე არაბთა დაპყრობამდე. Mმონოგრაფიაში სხვასთან ერთად განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა შეიარაღებულ ძალთა ორგანიზაცია, აღჭურვილობა, ფორტიფიკაცია, კომუნიკაციები, ლოგისტიკა, სხვადასხვა კამპანიები და ა.შ. წარმოდგენილი სტატიის უკეთ გაგებისათვის უცილებელია აღინიშნოს კვლევის იმ მონაკვეთის ძირითადი შედეგი, რომელიც ეხება იბერიის შეიარაღებული ძალების ორგანიზაციას. შესაბამის მონაკვეთში, დასაბუთებულია, რომ ძველი იბერიის და კოლხეთის არმიების ძირითად დამრტყმელ ძალას მძიმე ე.წ. კატაფრაქტული ტიპის კავალერია წარმოადგენდა (იხ.ნახატი I, 2, 3). მათ გარდა ქართულ სახელმწიფოთა არმიებში შედიოდნენ საშუალო და მსუბუქი მოისარი ქვეითები და საშუალო/მსუბუქი კავალერია. ასეთი ორგანიზაციის არსებობის (რომელიც დაწვრილებით სხვა სტატიაში იქნება განხილული) გათვალისწინება აუცილებელია ძველი ქართული ხელოვნების ისეთი ელემენტის სპეციფიკის გასათვალისწინებლად, როგორიც არის ტაქტიკა.

სამხედრო საქმის სპეციფიკა


(კახა კაციტაძე)

წინათქმა

1
    ითვლება: სამხედრო საქმის არსი იმაშია, რომ მას საქმე იარაღთან აქვს. ეს რასაკვირველია ასეა, მაგრამ სამხედრო საქმის არსი ამით არ ამოიწურება. რას ნიშნავს სამხედროობა ამას იარაღზე მითითებით ვერ ამოწურავ. სხვა მახასიათებლებია საჭირო. ჩვეულებრივ სამხედროები საკუთარი საქმის სპეციფიკაზე ნაკლებად ფიქრობენ. ჯერ ერთი ამისათვის მათ ძალიან ცოტა თავისუფალი დრო აქვთ. ამას გარდა სამხედრო საქმე თავისი ბუნებით არ არის საკუთარ თავზე ფიქრისკენ განწყობილი. ამას გარდა სამხედრო საქმის არსს იმდენად იქიდან კი არ წვდებიან ხოლმე, თუ რას ნიშნავს ჯარისკაცად ყოფნა, არამედ ადამიანური ყოფიერების სხვა რომელიმე სფეროდან, პირველ ყოვლისა პოლიტიკიდან. თუმცა ასეთი წვდომის მაგალითები მაინც მოგვეპოვება. შორს რომ არ წავიდეთ შეგვიძლია დავით გურამიშვილი ავიღოთ, რომელიც გარდა პოეტობისა ოფიცერიც იყო (სამწუხაროდ არა ქართული არმიის). `დავითიანის~ ცნობილ ადგილას, სადაც იგი ადამიანური ყოფიერების თუ საქმიანობის ათ ტიპს ჩამოთვლის სამხედრო საქმეს ცალკე გამოჰყოფს და წერს:

August 15, 2024

მორის ნასაუელი, გუსტავ ადოლფი, რაიმონდო მონტეკუკოლი და მე-17 საუკუნის “სამხედრო რევოლუცია” -(კახა კაციტაძე)


(კახა კაციტაძე)
    ადრეული ეპოქის ევროპაში მომხდარი “სამხედრო რევოლუციის” კონცეფცია ძირითადად შესწავლილად ითვლება. თუმცა არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მისი განვითარების ზუსტი დროის მონაკვეთის შესახებ. ტრადიციულად ისტორიკოსები ასეთად მიიჩნევენ არმიას, რომლითაც 1496 წელს ჩარლზ VIII შევიდა იტალიაში და რომელიც თავისი შემადგენლობით დიდად არ განსხვავდებოდა 3 საუკუნის შემდეგ ნაპოლეონის მიერ  ჩამოყალიბებული არმიისაგან. მეორეს მხრივ, მიუხედავად მე-15 საუკუნის ბოლოსათვის სამხედრო რევოლუციის შემადგენელი მრავალი ელემენტის (ქვეითი ჯარის წარმოშობა, ცეცხლსასროლი იარაღის ფართო გამოყენება და არტილერიის შეტევის გამძლე ნაგებობების შექმნა) უკვე არსებობისა ისტორიკოსთა სხვა ნაწილი ასეთ პერიოდად მიიჩნევს რეგულარული არმიის გამოჩენის პერიოდს 1560-1660 წლების შუალედში.
გუსტავ ადოლფი
  ამ პერიოდამდე ომის წარმოების ხელოვნებას დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში (აღმოსავლეთ ევროპაში მოვლენები ცოტა სხვაგვარად ვითარდებოდა) ახასიათებდა სტატიკურობა და გაურკვევლობა. ტაქტიკურ დონეზე ჭურვების ცეცხლის და მოქმედების სისრაფის კომბინაცია, რისი ყველაზე ეფექტური გამოყენების მაგალითიც აზენკურის ბრძოლა არის, შეიცვალა მუშკეტებისა და დანების მასიური წყობით.