Showing posts with label უდაბნოს ქარიშხალი. Show all posts
Showing posts with label უდაბნოს ქარიშხალი. Show all posts

August 14, 2024

ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“ – 30 წელი გამორჩეული სამხედრო კამპანიიდან



 58 000 ათასი გარდაცვლილი და 350 000 დაჭრილი ჯარისკაცი, ასეთი იყო იმ მიმდინარე ომის შედეგები, როდესაც 1975 წლის 30 აპრილს უკანასკნელი ამერიკელი ჯარისკაცი ტოვებდა სამხრეთ ვიეტნამს მას შემდეგ რაც ქალაქი საიგონი ჩრდილოეთ ვიეტნამელი მებრძოლების ხელში გადავიდა. რამდენიმე დღით ადრე, ოთხმხრივი გაერთიანებული სამხედრო მისია, რომელიც 1973 წლის იანვრის პარიზის სამშვიდობო შეთანხმების დებულებებითა და მანდატით ხელმძღვანელობდა, ჩრდილოეთი ვიეტნამის ქალაქ ჰანოიში შეიკრიბა. აღნიშნულ შეხვედრაზე, აშშ-ის დელეგაციის  მოლაპარაკების ჯგუფის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ჰარი სამერსმა თავის ვიეტნამელ კოლეგას, პოლკოვნიკ ტუს ნიშნით მოგებით უთხრა: - “კარგად იცით, ბრძოლის ველზე თქვენთან არასდროს დავმარცხებულვართ“, - ამაზე კი ვიეტნამელმა ვიზავიმ ღიმილით უპასუხა: -„შეიძლება ასეა, მაგრამ ამას არანაირი