Showing posts with label კავკასია. Show all posts
Showing posts with label კავკასია. Show all posts

February 15, 2026

Europe’s existential crisis and the new security paradigm

  What I wrote below may be controversial – and it is – but I have been thinking about this in security terms for a long time and have my own, specific view of what Marco Rubio and today’s American administration under his leadership mean when they speak about Europe’s decline, and how this connects to the American understanding of security as the power that provides that security.

Marco Rubio’s recent address at the Munich Security Conference was not just another routine political statement – it was a “wake‑up call” for the whole of Western civilization and an admission of the existential crisis Europe faces today. When we talk about Europe’s “fall,” the problem is not only small defense budgets or technological lag; it is much deeper. We have entered an era in which, despite digital hyper‑connectivity, the individual has become more lonely and atomized than ever. The post‑truth environment and social networks have further expelled the individual from traditional communities such as the family, church, and local community, dealing a direct blow to their sense of a security “homeland,” to identity, and so on.[



September 09, 2024

საქართველო – კულტურა და ისტორია ვს. დემოკრატია?

 


(კახა კაციტაძე)

   ამ ტექსტში  ასე შორს წასვლა არ დაგვჭირდება. ჩვენ შევეხებით იმას, თუ როგორი იყო საზოგადოდ ხელისუფლების აღქმა ტრადიციულ ქართულ კულტურაში და რამდენად არის ეს აღქმა ადაპტირებადი დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ექსისტენციალური კითხვა ასე ჟღერს: იყო თუ არა ისტორიულ ქართულ კულტურაში ისეთი მომენტები, რომლებიც ხელს უწყობენ თანამედროვე დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებას თუ პირუკუ: იმისათვის, რათა ჩამოვყალიბდეთ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს კულტურულ და ისტორიულ ტრადიციაზე და ნულიდან დავიწყოთ ახალი ქართველების მშენებლობა.

  პოლიტიკურად ანგაჟირებული დავა “ქართველობის” შენარჩუნების თუ დაკარგვის, ისევე როგორც ეროვნული ტრადიციების როლზე, ამ კითხვაზე დაიყვანება. ერთნი თავდადებით იცავენ “ძველ”, “ნაღდ” ქართველობას, სხვები ასევე თავდადებით უარყოფენ მას, ამკობენ რა ისეთი ეპითეტებით, როგორიცაა “გურჯობა” და “გრუზინცობა”. არადა უმნიშვნელოვანესია ის, რომ არც ერთ დაჯგუფებას თუგინდ ზედაპირული ანალიზიც კი არა აქვს ჩატარებული იმისა თუ რაში მდგომარეობს ისტორიული ქართული კულტურის ბირთვი. მეტიც, ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც ამ საკითხს ეხება, ძალიან ცუდად იცნობს იმას, თუ რა არის “დასავლეთი”, და საერთოდ არ იცნობს ქართულ კულტურას (იმის გაცნობიერება, რომ მოსაწყენი სუფრა და გრძელი სადღეგრძელოები ცუდია, სულაც არ ნიშნავს თითქოს რაიმე უწყი ქართულ კულტურაზე).

August 18, 2024

ქართული გეოპოლიტიკის „აღმოსავლეთის ექსპრესი“

 ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის დროს,  პრეზიდენტ სი ძინ პინის მიერ გაჟღერებულ იქნა მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ თბილისსა და პეკინს შორის ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ დონეზე ადის, კერძოდ სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში.

ზემოთ აღნიშნული ფაქტი საკმაოდ მოულოდნელი იყო ქართული აუდიტორიისთვის და ვნებათაღელვაც გამოიწვია. ვფიქრობ საინტერესო იქნება განვიხილოთ აღნიშნული განცხადება. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სანამ არ გავრცელდება კონკრეტული შეთანხმების ტექსტი, თუ რას გულისხმობს ეს თანამშრომლობა, მანამდე შესაძლებელია მხოლოდ ზოგადი ანალიზის გაკეთება, რაც მოკლებული იქნება კონკრეტული მიმართულებების განხილვას. თუმცა, ამის მიუხედავად, რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის გამოყოფა არსებული გლობალური და ლოკალური სურათის გათვალისწინებით, მაინც არის შესაძლებელი.




გლობალური კონტექსტი


„ცივი ომის“ შემდგომ პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის თვისობრივად ახალ ხასიათზე ვფიქრობთ არავინ იდავებს. ისეთი მომენტები, როგორიცაა გლობალიზაცია, თვისობრივად ახალი კონფლიქტების წარმოშობა არაერთხელ გამხდარა პოლიტოლოგთა კვლევის საგანი, თუმცა ეს პერიოდი და დამდგარი ახალი მსოფლიო წესრიგი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სფეროში, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა „ცივი ომის“ როგორც ბიპოლარული პერიოდის დაპირისპირების დასრულებით და მოგვიანებით პროცესთა იმგვარი დინამიკით, რომელმაც ფაქტობრივად მეორე მსოფლიო ომის შედეგად ინსტიტუციონიზირებული საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის გადასინჯვა გამოიწვია.

August 17, 2024

რა გვასწავლა ყარაბაღის ომმა

  “საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთობები.” – ვკითხულობთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მართლაც, საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტერესი რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა ამიერკავკასიაში, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან. თუმცა რეგიონალური უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვან გამოწვევებსა და რისკებს შეიცავს, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს საბედისწერო დაპირისპირებას, უმნიშვნელოვანესი შედეგები მოჰყვა და უცაბედად დაწყებული და დამთავრებული სამხედრო კამპანია მსოფლიო მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ მოვლენათა რიგში მოაქცია. თუმცა, თავიდან ამ ომის მნიშვნელობა და შედეგები მომავლისათვის  ცოტამ თუ გააცნობიერა. საქმე იმაშია, რომ 2008 წლის “ხუთდღიანი ომის” შედეგად, რეალურად შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც შეიძლება შემდეგნაირად დახასიათდეს: კავკასიის სამხრეთში, საერთაშორისოდ ცნობილი საზღვრები ხელშეუხებელი აღარ არის და ძალა როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი ბრუნდება. რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია, ახალი რყევების მომასწავებელი სიგნალი გახდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და გეოპოლიტიკური წესრიგისათვის. დაიწყო ლიბერალური დემოკრატიის დღის წესრიგზე დამყარებული თანამედროვე მსოფლიოს დაღმასვლის პროცესი. სულ მალე, არა ერთ სხვადსხვა ცხელ წერტილში, თანამედროვე სამყარო და მისი ცივილიზებული ნაწილი უძლური იქნება შეაჩეროს სხვადსხვა ტიპის აგრესია და ანექსია. 

 

აქვე აღსანიშნავია, რომ კავკასია ყოველთვის იყო უფრო ფართო გეოპოლიტიკური დაპირისიპირების ერთ-ერთი არეალი. ამ მხრივ არსებული სიტუაცია არც დღეს არის განსხვავებული. ყარაბაღის განახლებული კონფლიქტი, რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევების ერთ-ერთი მთავარი კერაა. აქ ერთბაშად იკვეთება საერთაშორისო არენის ისეთი მსხვილი მოთამაშეების ინტერესები, როგორიც არის რუსეთი, თურქეთი, ირანი, აშშ, ევროკავშირი და ა.შ.

ყარაბაღის ომის გეოპოლიტიკური შუქ-ჩრდილები

 დიდი ხანია ხანგრძლივი რეგიონალური მშვიდობის უზრუნველყოფა კავკასიაში მიუწვდომელ ამოცანად რჩება. სხვადასხვა კონფლიქტები და ომები, კავკასიის უახლოესი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. დღეს მიმდინარე ყარაბაღის მეორე ომიც სწორედ ამას ადასტურებს.

ნებისმიერი ომი თავისი შინაარსით, ვიღაცისათვის მიუღებელი არსებული მშვიდობის სამხედრო გზით შეცვლის მცდელობაა, რის შედეგადაც მისთვის უფრო მისაღები ახალი მშვიდობა, ახალი რეალობა უნდა შეიქმნას, რომელიც აქამდე დიპლომატიური, თუ პოლიტიკური გზებით განუხორციელებელი იყო. ყარაბაღის მეორე ომიც აუცილებლად მოიტანს შესაბამის ცვლილებებს სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე. დაზუსტებით რაიმის პროგნოზირება, რა თქმა უნდა შეუძლებელია, თუმცა, არის სავარაუდო ტენდეციები, რომელთა განხილვა უკვე დღეს შეიძლება. 


დასაწყისისათვის, ხაზგასასმელია, რომ ხანგრძლივი კავკასიური მშვიდობა და ზოგადად ძალთა ბალანსი რეგიონში, ისტორიულად, ყოველთვის რამდენიმე უმთავრესი გეოპოლიტიკური მოთამაშის ინტერესებზე იყო დამოკიდებული. ბოლო ათწლეულებია, ეს მოთამაშეები ძირითადად: რუსეთი, თურქეთი, აშშ, ირანი და ევროკავშირი იყო. დღეს მიმდინარე მოვლენებიც სწორედ ამ მოთამაშეთა რეგიონალური ინტერესების ძალთა ბალანსის ჭრილში უნდა განვიხილოთ. 

August 14, 2024

რეგიონალური სამხედრო დისბალანსი და საქართველო : დასკვნები მსჯელობისათვის


12 ივნისი, 2020 წ.
„ომი - ეს მგელია და იგი შესაძლოა თქვენს კარებთანაც მოვიდეს.”
ბერნარდ შოუ


ომი პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით, მისი ერთ-ერთი ძალისმიერი გამოვლინება. ჯარი კი ის ინსტრუმენტია, რომელსაც სახელმწიფო მისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად მიმართავს. ნებისმიერი ჯარის პირველადი ამოცანა რა თქმა უნდა მასზედ დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელება არის, იმ უფლებამოსილების რომელიც სახელმწიფოს მიერ არის განსაზღვრული.

ზოგადად, ნებისმიერი არმია მხოლოდ ორ მდგომარეობაში იმყოფება - ომობს ან ემზადება ომისათვის. ესაა მისი ამოსავალი უმთავრესი ფუნქცია, რა თქმა უნდა სხვა მხარდამჭერ ამოცანებთან ერთად. რაც არ უნდა წარმატებული იყოს მისი, როგორც სახელწმიფოს ხელში არსებული ინსტრუმენტის მხარდამჭერი დანიშნულებით გამოყენება, პირველ რიგში მისი ავკარგიანობა ზემოთ ნახსენები უზენაესი მიზნისა და ფუნქციის განხორციელების პრიზმაში განიხილება, რაც არის მისი მზაობა შემდეგი ომისათვის რომელიც შეილება ოდესმე იყოს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც, სადაც ქვეყნის თავდაცვის ძალების ამოცანები ჩვენს კონსტიტუციაშია მოცემული.