ბოლო პერიოდში Foreign Affairs-ში გამოქვეყნებული რამდენიმე საყურადღებო ანალიტიკური სტატია (მარკ ლეონარდი
პარალელურად, სანამ დასავლეთი შიდა პოლარიზაციითა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისებითაა გადატვირთული, ავტორიტარული სახელმწიფოები — რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა — ფორმალური ალიანსების გარეშეც ახერხებენ უპრეცედენტო სამხედრო, სადაზვერვო და ტექნოლოგიურ კოორდინაციას
მარკ ლეონარდის მეტაფორით რომ ვთქვათ, დღეს სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ არა როგორც „არქიტექტორებმა“ (რომლებიც გლობალური წესებისა და იდეალური კონსტრუქციების იმედად არიან), არამედ როგორც „ხელოსნებმა“ — პრაგმატულად, მოქნილად და არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით
აქედან გამომდინარე, საქართველოს გადარჩენის პირველი პრინციპი „ერთი მთავარი ღუზისა და მოქნილი პარტნიორობების“ კომბინაციაა. ჩვენ გვჭირდება ერთი მყარი ინსტიტუციური ღუზა — რომელიც შეიძლება იყოს ევროკავშირთან ინტეგრაცია, რაც ჩვენთვის მხოლოდ იურიდიული ფორმალობა კი არა, რეალური ბაზრის, ფინანსური სტაბილურობისა და განვითარების ერთადერთი გრძელვადიანი გარანტიაა. სწორედ ამ მყარ ფუნდამენტზე დაყრდნობით უნდა ვაშენოთ პრაგმატული, მრავალშრიანი პარტნიორობები რეგიონულ და გლობალურ მოთამაშეებთან — თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ცენტრალურ აზიასთან, ყურის ქვეყნებსა თუ აზიურ აქტორებთან.
მეორე საყრდენი ჩვენი გეოგრაფიის ფარად ქცევა და ეკონომიკური დივერსიფიკაციაა. დღევანდელ სამყაროში სატრანზიტო კვანძები და ე.წ. „გასაღების წერტილები“ (chokepoints) ძალაუფლების მთავარი ვალუტაა
მესამე მიმართულება „შიგნიდან გარეთ“ აგებული, იაფი და ასიმეტრიული თავდაცვაა
დაბოლოს, ყველაზე მთავარი — შიდა ლეგიტიმურობა და ინსტიტუციური სიმტკიცე. ეს შეიძლება ყველაზე ნაკლებად „გეოპოლიტიკურად“ ჟღერდეს, მაგრამ სინამდვილეში უსაფრთხოების მთავარი ქვაკუთხედია. ფრენსის ფუკუიამასი არ იყოს, სახელმწიფოს სიძლიერეს, საბოლოო ჯამში, მისი ინსტიტუტების ხარისხი და საზოგადოებრივი ნდობა განსაზღვრავს. ღრმად პოლარიზებული საზოგადოება, მოშლილი სასამართლო და ეროვნულ კურსზე საბაზისო კონსენსუსის არარსებობა მტრისთვის საუკეთესო იარაღია, რადგან ქვეყნის შიგნიდან დესტაბილიზაციას სამხედრო ინტერვენციაც კი აღარ სჭირდება. გარდა ამისა, დემოკრატიული უკუსვლა გვაკარგვინებს დასავლეთის მხარდაჭერას ზუსტად მაშინ, როცა დასავლეთი თავად ხდება უფრო პრაგმატული და ნაკლებად მიმტევებელი, ხოლო ამ დანაკლისს სხვა რეგიონული მოთამაშეები უბრალოდ ვერ ჩაანაცვლებენ. ეროვნული მედეგობა, რომელიც ფუნდამენტურ საკითხად იქცევა ეროვნული უსაფრთხოებისათვის თანამედროვე სამყაროში, წარმოუდგენელია მიღწეულ იქნას დღეს საქართველოში არსებული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოების მდგომარეობით.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, ქაოსურ მსოფლიოში საქართველოს გადარჩენის ფორმულა ასეთია: ვიყოთ შეუცვლელი და სასარგებლო სატრანზიტო-ეკონომიკური კვანძი მრავალი მხარისთვის; მყარად გვეჭიროს ევროპული ინსტიტუციური ღუზა და მის გარშემო ვაწარმოოთ მოქნილი რეგიონული დიპლომატია; შევამციროთ კრიტიკული დამოკიდებულებები ერთ წყაროზე; ავაშენოთ იაფი, ასიმეტრიული თავდაცვა და, რაც მთავარია, დავიცვათ შიდა ერთიანობა და სახელმწიფო ინსტიტუტების სანდოობა — რადგან დღეს ეს ყველაზე იაფი და ყველაზე საიმედო ჯავშანია. დღეს ფაქტობრივად არცერთი ეს კომპონენტი არ გვაქვს და გასაგებია მიზეზებიც. თუმცა, ყოველივე ზემოთ თქმულის გარეშე, შეუძლებელი იქნება ტერიტორიის, ეროვნული ინდეტობისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება.
გიორგი ანთაძე
18.10.2026

No comments:
Post a Comment